მოსკოვისადმი პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია რეალისტური და მტკიცეა, რუსეთის წინააღმდეგ ყველა პარტნიორის სანქციების სინქრონიზაცია უნდა მოხდეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მოსკოვისადმი პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია რეალური და მტკიცეა პუტინის მიერ სამშვიდობო ძალისხმევების უარყოფის ფონზე. ვაფასებთ მის სიცხადესა და ძალას.
პუტინი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტას, თავს არიდებს ლიდერების შეხვედრას და ომს აგრძელებს. ის თავის ტერორს მხოლოდ მაშინ დაასრულებს თუ ხერხემალში გადავტეხავთ მის ეკონომიკას, რომელსაც უკვე აქვს სისტემური პრობლემები და მის ომის ბიუჯეტს დაფინანსებას გამოვაცლით. შეერთებულ შტატებს, ევროპასა და „დიდ შვიდეულს“ აქვთ შესაბამისი ძალა ამის მისაღწევად.
სანქციების მაქსიმალურად სინქრონიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ახლა შეგვიძლია მომენტი დავინახოთ. ახლა დრო მოვიდა ერთიანი და ძლიერი სანქციების მუშტი შევკრათ და მთლიანი ძალით დავარტყათ რუსეთის ომის ბიუჯეტს.
რუსეთის ხელისუფლება ცოტა ხნის წინ ტრაბახობდა, რომ მარტონი იბრძვიან მთლიანი დასავლეთის წინააღმდეგ. ეს იაფფასიანი პროპაგანდა იმისთვის სჭირდებათ, რომ თავის ხალხს აუხსნან გაცილებით უფრო პატარა უკრაინის წინააღმდეგ სამი წლის ომის განმავლობაში ასეთმა დიდმა რუსეთმა ერთ სტრატეგიულ მიზანსაც კი რატომ ვერ მიაღწია.
მაგრამ ასეთ მარტოსულ გმირებად თუ განიხილავენ საკუთარ თავს, რომელიც მთელ დასავლეთს უწევენ წინააღმდეგობას, მაშინ დაე იგრძნონ მაქსიმალური სასანქციო ზეწოლით მთლიანი დასავლეთის კონსოლიდირებული ძალა…
მომდევნო კვირებში რუსეთის წინააღმდეგ ყველა პარტნიორის სანქციების მაქსიმალური კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რათა აგრესორისთვის ომის ფასი გაიზარდოს. აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ამის მისაღწევად”, – წერს სიბიგა.
