როდესაც პოლიტიკაში მოღვაწეობას ღალატით იწყებ, ღალატითვე დაასრულებ

„დღეს ოპოზიციის მესვეურები ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ მათი ქმედება არა აგენტობა, არამედ, ქვეყნის ხსნაა. არადა, ხალხი კარგად ხვდება ყველაფერს და სწორედ ამაზე მეტყველებს, თუნდაც “გორბის” ბოლო კვლევები, სადაც ქართველ ამომრჩეველთა არჩევანი უკვე დაფიქსირებულია,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. ექსპერტი ეხმიანება ვიქტორ ყიფიანის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში შესაძლო მოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პირი, რომელიც პოლიტიკაში მოღვაწეობას ღალატით იწყებს, მოღვაწეობას ღალატითვე დაასრულებს. „თუკი რომელიმე სფერო მოითხოვს ადამიანისგან ერთგულებას, უპირველესი ეს პოლიტიკაა.
აქ საუბარია არა მარტო პოლიტიკური გუნდის ან პარტიის მიმართ ერთგულებაზე, არამედ, უფრო მნიშვნელოვანზე – სახელმწიფოს მიმართ ერთგულებაზე. პოლიტიკაში ადამიანის სანდოობის მოპოვებას გარკვეული დრო სჭირდება, სანამ კრიტიკულ სიტუაციაში მისი გამოცდა არ მოხდება. ასევე, გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ პოლიტიკოსმა საკუთარი ნიშა აიღოს. როგორც ვიქტორ ყიფიანის ირგვლივ არსებული მასალებიდან ირკვევა, მან დროზე ადრე დაირქვა სახელი და ამ სახელით შემოდის პოლიტიკაში. არადა, როდესაც პოლიტიკაში მოღვაწეობას ღალატით იწყებ, ღალატითვე დაასრულებ. დღეს ოპოზიციის მესვეურები ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ მათი ქმედება არა აგენტობა, არამედ, ქვეყნის ხსნაა. არადა, ხალხი კარგად ხვდება ყველაფერს და სწორედ ამაზე მეტყველებს, თუნდაც “გორბის” ბოლო კვლევები, სადაც ქართველ ამომრჩეველთა არჩევანი უკვე დაფიქსირებულია. თითქმის ამ შედეგით მოდის საქართველოში მთელი 13 წელია და ასე იქნება მანამ, სანამ ამ მოღალატე ოპოზიციას სამშობლოს ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუნდი არ ჩაანაცვლებს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ფულის სიყვარულმა ოდესღაც წამყვანი მედიები იმდენად დააკნინა, რომ შეუძლიათ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი „კამიტის“ ადგილად საქართველო გამოაცხადონ, ხოლო აშშ-ის დაზვერვის დირექტორის პოზიცია დამახინჯებულად წარმოაჩინონ

როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან

ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი