ცნობილია, რა თანხას მიიღებს ქუთაისის “ტორპედო” გოგლიჩიძის ტრანსფერიდან

გუშინ, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დიმარციომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ტორპედოს” ახალგაზრდა მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას “ემპოლიში” გააგრძელებდა.
Geo Team-ის ცნობით, ქუთაისური კლუბი 19 წლის ფეხბურთელში 450 000 ევროს მიიღებს, თუმცა ეს არა სატრანსფერო, არამედ აღზრდის საფასური იქნება.
“19 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე იტალიაში კარიერას თავისუფალი აგენტის სტატუსით გააგრძელებს, შესაბამისად ტორპედო სატრანსფერო თანხას ფეხბურთელში ვერ მიიღებს
ამის მიუხედავად, იტალიური კლუბისგან ქართულ კლუბს თანხა მაინც შეხვდება. საბა გოგლიჩიძე ქუთაისის ტორპედოს აღზრდილია, შესაბამისად, კლუბი, რომელთანაც საბა კონტრაქტს გააფორმებს, ქართულ გუნდს ფეხბურთელის აღზრდის საფასურად
450,000 ევროს გადაუხდის” – წერს Geo Team-ი.
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, გოგლიჩიძის დამატებით არამხოლოდ “ემპოლი”, არამედ “იუვენტუსი” და “უდინეზეც” ინტერესდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში