ბითაძის ამ გუნდში გადასვლა ძალიან რეალურია – ცნობილი ამერიკული გამოცემა დეტალებზე წერს

გოგა ბითაძე შესაძლოა, ფინიქს სანსის კალათბურთელი გახდეს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ამერიკული გამოცემა Bleacher Report-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კალიფორნიულ გუნდს იუსუფ ნურკიჩის შემცვლელი ფაქტობრივად არ ჰყავს, რადგან ბოლ ბოლს მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო დრო ეძლევა და “ფინიქსი” ტრეიდ დედლაინზე მის გაცვლას ეცდება.
გამოცემის აზრით, ქართველი კალათბურთელი ფრენკ ვოგელის გუნდს იდეალურად მოერგება, ფარქვეშ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და ბოსნიელ ნურკიჩს იდეალურად შეცვლის.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ბითაძე “ორლანდო მეჯიქის” რიგებში საშუალოდ 7.4 ქულას, 6.0 მოხსნას და 1.6 შედეგიან გა
დაცემას აგროვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში