რატომ შემცირდა ღვინის ექსპორტი? – დარგის წარმომადგენლების შეფასება

2024 წლის რეკორდული შემოსავლების შემდეგ წელს ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა. წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტიდან შემოსავლების 22%-იანი კლებაა, რაც ქართული ღვინის მთავარ ბაზარზე – რუსეთში ექსპორტის თითქმის 35%-იანი შემცირებით არის განპირობებული. რატომ მცირდება ქართული ღვინის გაყიდვები, რომელიც ბოლო წლებში რეკორდულად იზრდებოდა – ამ კითხვით BMG-მ მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებსა და მწარმოებლებს მიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილ უფროსი გიორგი სამანიშვილი კლების მიზეზად გასულ წელს რუსეთში აქციზის გადასახადის თითქმის გასამმაგებას ასახელებს. 2024 წლის მაისიდან აქციზი რომ იზრდებოდა, ქართულმა კომპანიებმა 2023 წლის ბოლოს იცოდნენ და ცდილობდნენ, რუსულ ბაზარზე რაც შეიძლება მეტი ღვინის შეტანა მოესწროთ.