ევროპა რუსეთის აგრესიის სამიზნეა – დონალდ ტუსკი

ევროპა ს აგრესიის სამიზნეა, სწორედ ამიტომ კონტინენტი სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე რუსეთი, რათა საკუთარი საზღვრები დაიცვას, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მისი თქმით, საჭირო სამხედრო შეიარაღების სისტემაზე გადასვლა. შეიქმნება კომიტეტი, რომელიც პოლონეთის საზღვრების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე იმუშავებს, განსაკუთრებით კი – საჰაერო სივრცის და აღმოსავლეთ ფლანგის განვითარებაზე.
„ეს ნიშნავს ერთ რამეს: ევროპა დაუცველი იქნება რუსეთის პირდაპირი თავდასხმისგან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ, სტრატეგიული თვალსაზრისით, ევროპა არის რუსული აგრესიის სამიზნე და ეს მოხდება მაშინ, როდესაც რუსეთის უპირატესობა სამხედრო შესაძლებლობების თვალსაზრისით ნათელი იქნება“, – განაცხადა ტუსკმა.