რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთში ტყის ხანძრების გაჩენის გამო 38 ადამიანი დააკავეს

თურქეთში ტყის ხანძრების გაჩენის გამო 38 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მიმდინარე ზაფხულში ტყის ხანძრების 96% ადამიანების შეცდომის შედეგად გაჩნდა.
„1 ივნისის შემდეგ, 149 ეჭვმიტანილი დააკავეს. 38 ადამიანი კვლავ პატიმრობაში რჩება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში 27 სპეციალური თვითმფრინავი, 105 ვერტმფრენი, 6000 ერთეული სახმელეთო ტექნიკა და 25 000 მეხანძრეა ჩართული.
ცნობისთვის, ივნისის ბოლოდან დღემდე, თურქეთში ტყის ხანძრების მსხვერპლთა რიცხვი 17-ს აღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან