შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა. შალვა პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში (IPU) მიიღებს მონაწილეობას. ასევე, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის გენერალურ დებატებში მონაწილეობა, სადაც შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
უწყების ცნობითვე, კონფერენციასა და შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება – დღეს არის დიდგორი! გამოდით ყველანი გარეთ, დროშები არ დაგავიწყდეთ!

შალვა პაპუაშვილი – „ლელომ“ თბილისის უბნებში კამერები განათავსა და როგორც ირკვევა, ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია, რაც დარღვევაა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად დავწერთ საჩივარს