ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო შეთანხმებას ცუდი შედეგები ექნება. გერმანიის ეკონომიკას ამ ტარიფების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო შეთანხმებას სერიოზული შედეგები ექნება გერმანიის ეკონომიკაზე.
“მე არ ვარ კმაყოფილი ამ შედეგით. იმ საწყისი პოზიციის გათვალისწინებით, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვქონდა, აშკარად არ იყო შესაძლებელი მეტის მიღწევა. გასაგები ენით, ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ეკონომიკას ამ ტარიფების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ გერმანიითა და ევროპით არ შემოიფარგლება. ამ სავაჭრო პოლიტიკის შედეგებს ამერიკაშიც დავინახავთ”, – განაცხადა მერცმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკებების შედეგად სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება. შეთანხმების ძირითადი პუნქტები ასეთია: ევროკავშირი შეიძენს აშშ-დან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს, ასევე ევროკავშირი დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს აშშ-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”