ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას ამცირებს – მკაფიო პოზიცია და მტკიცე გადაწყვეტილება

დონალდ ტრამპის მკაფიო პოზიცია და მტკიცე გადაწყვეტილება, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.
„მკაფიო პოზიცია და მტკიცე გადაწყვეტილება პრეზიდენტი ტრამპის მიერ, დროულად მაშინ, როცა მშვიდობის მისაღწევად ძალის მეშვეობით ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს სიცოცხლის გადარჩენისა და ამ საშინელი ომის დასრულების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინა კვლავ მშვიდობის ერთგული რჩება.
„უკრაინა აშშ-თან დაუღალავად იმუშავებს, რათა ჩვენი ქვეყნები უფრო უსაფრთხო, ძლიერი და აყვავებული გახდეს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთს 10 ან 12 დღიან ბოლო ვადას აძლევს.
„ვაპირებ, ახალი ბოლო ვადა დავაწესო, დღეიდან 10 ან 12 დღის ოდენობით. ლოდინს აზრი აღარ აქვს. მინდა, რომ გულუხვი ვიყო, მაგრამ პროგრესს ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო