კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა

“ლევადიასთან” კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, “იბერია 1999”-ის მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ და მეკარე გიორგი მაკარიძემ ისაუბრეს.
ლევან კორღალიძე: “რეალიზაციის დიდი პრობლემა გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ხარისხი გვაკლია. დიდი იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა.
კლუბის ხელმძღვანელობისგან დიდი ნდობა მაქვს. ეს გამომდინარეობს ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებიდან. კარგ სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ. ყველა გუნდს აქვს რთული პერიოდი. კლუბი ცოცხალი ორგანიზმია და ეს პროცესის თანმდევია. ამას არ უნდა შევეგუოთ და სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და კლუბის ხელმძღვანელების.
“ლევადიასთან” თამაში ნამდვილად კარგად იყო დაგეგმილი. სწორედ ეგ სცენარი წარმოგვედგინა. რეალიზაციის პრობლემა რომ არა, ამ შეხვედრას მოვიგებდით. ასევე მნიშვნელოვანია თამაშის მსვლელობისას კორექტივების შეტანა. კარგია თუ ის გამოგვივა, რაც დაგეგმილი გვაქვს, თუმცა აუცილებელია გეგმა B-ც მზად გვქონდეს. დიდი იმედი მაქვს, რაც დავგეგმეთ, ყველაფერი გამოგვივა”.
გიორგი მაკარიძე: “პირველი თამაშიდან გამომდინარე, შანსები თანაბარია. უკეთესი გუნდი ვართ, შევეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, შემდეგ ეტაპზე გავალთ. ახლა ყველაზე მთავარი ერთობა და განწყობაა. ეს ორი კომპონენტი თუ გვექნება ხვალ, დადებით შედეგს მივაღწევთ.
დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრები სტადიონს გაავსებენ. იმედია, ხვალ კიდევ ერთხელ დაგვიდგებიან გვერდში და გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ. პირობას ვდებ, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ”.
დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში – კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
[VIDEO] “სპაერი” ვენაში “აუსტრიასთან” 0:2 დამარცხდა
“შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა” – რა ითქვა “ბაშაქშეჰირთან” მატჩის წინ
ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში
ერთმანეთზე ლამაზი გოლები – არაბიძემ “ლევადიას” დუბლი შეუსრულა [VIDEO]
ისევ ესპანეთში – გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] “იბერია 1999” “მალმიოსთან” ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
გიორგი მაკარიძემ “ალმერია” დატოვა
“კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა შეგვიძლია!” – “ლევადიას” რიგებში “იბერიასთან” მატჩამდე საიმედო განწყობაა
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
“იბერიამ” მიქაძე გაუშვა და კორღალიძე მთავარ მწვრთნელად უკვე მესამედ დანიშნა
ლევან კორღალიძე ყაზახური გუნდის მწვრთნელად დანიშნეს
[VIDEO] “იბერია 1999”-მა ესტონეთში “ლევადიასთან” მოსაგები თამაში წააგო
კორღალიძემ “საბურთალოს” დატოვების მიზეზი განმარტა
“მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა” – “ლევადიას” მწვრთნელი “იბერიასთან” თამაშის შემდეგ
“ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან” – “იბერიას” მწვრთნელმა “მალმიოსთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში – კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
მცირე პროგრესი იგრძნობა – ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
გიორგი მაკარიძემ “მარიტიმუსთან” კონტრაქტი გააფორმა
ქეცბაიას მშვენიერი სერია და სხვა ქართველების ორშაბათი