დიმიტრი მედვედევი – დონალდ ტრამპის ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია – მძინარე ჯოს გზას ნუ გაჰყვებით!

დონალდ ტრამპის ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია, არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.
„ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს: 50 დღე თუ 10 დღე. მას ორი რამ უნდა ახსოვდეს: 1) რუსეთი ისრაელი ან ირანი არ არის. 2) ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან. მძინარე ჯოს გზას ნუ გაჰყვებით!“ – წერს დიმიტრი მედვედევი.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთს 10 ან 12 – დღიან ბოლო ვადას აძლევს.
„ვაპირებ, ახალი ბოლო ვადა დავაწესო, დღეიდან 10 ან 12 დღის ოდენობით. ლოდინს აზრი აღარ აქვს. მინდა, რომ გულუხვი ვიყო, მაგრამ პროგრესს ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად