რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ლიდერების დონეზე შეხვედრას ვუმასპინძლოთ

მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ სა და რუსეთს შორის ლიდერების დონეზე შეხვედრას ვუმასპინძლოთ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენს უშუალო სამეზობლოში კრიზისების, კონფლიქტების, ომებისა და დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, თურქეთმა სამშვიდობო დიპლომატია გააძლიერა. რუსეთ – უკრაინის ომის პირველივე დღიდანვე ჩვენ დაბალანსებულ, სამართლიან და მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას ვიცავთ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის „ომი ახლავე უნდა დასრულდეს“.
„ყოველი შესაძლებლობისას ხაზს ვუსვამ ჩვენს მზადყოფნას, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრას ვუმასპინძლოთ. ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ უახლოეს მომავალში თურქეთში მოლაპარაკებების მაგიდა მოეწყოს და ეს სისხლიანი ომი დასრულდეს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან