ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება – ისრაელის თავდასხმის შედეგად “ჰეზბოლას” 9 წევრი დაიღუპა

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ლიბანის საზღვართან ისრაელის თავდასხმის შედეგად “ჰეზბოლას” ცხრა წევრი დაიღუპა. ბოლო 24 საათში ისრაელის დაბომბვას ღაზაში 14 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გაეროს განცხადებით, ჰუმანიტარული სააგენტოები ბოლო სამი დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ დახმარების მიწოდებას ღაზას ჩრდილოეთით. ანკლავში რთული ჰუმანიტარული ვითარებაა. შტატების სახელმწიფო მდივანი რეგიონში ვიზიტს გეგმავს, ის ისრაელში ჩავა. ეს ენტონი ბლინკენის მეოთხე ტური იქნება ახლო აღმოსავლეთში ღაზაში ომის დაწყების შემდეგ.
“ჩრდილოეთით ძალიან მაღალ სამხედრო მზადყოფნაში ვართ. ფოკუსირებული ვართ “ჰამასთან” ბრძოლაზე. ეს ომი რთულ მომენტში დაიწყო. ვაპირებთ შევცვალოთ ჩვენი რუტინული თავდაცვის ზომები, ვგეგმავთ საზღვრებზე მეტი ჯარისკაცის ყოლას მინიმუმ მომავალ წელს. ჩვენ მივაღწევთ ბევრად უფრო დიდ შედეგებს. რაც არ უნდა რთული იყოს ის, რაც ახლა ხდება ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსი ამაზე კიდევ ბევრს ვისაუბრებთ. ჩვენ უსაფრთხოება პრიორიტეტია, რადგან უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია,” – განაცხადა ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც