ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან მადლობის სიგელი გადაეცა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას () 2024 წლის აღწერის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. ჯილდო ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს პირადად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გადასცა. სიგელი ადასტურებს ორ უწყებას შორის წარმატებულ პარტნიორობასა და კოორდინირებულ მუშაობას, რაც მნიშვნელოვანი იყო აღწერის პროცესის ეფექტურად განხორციელებისთვის.
ცესკოს და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობის სიგელები საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცათ, რომელიც საქსტატის 106 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა და მას სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა

თუკი რომელიმე ელჩს სურს, რომ ჰქონდეს პირადი თუ ოფიციალური კონტაქტი რადიკალურ ჯგუფებთან, ეს მისი თავისუფლებაა – შეხვდეს, მაგრამ ის ასევე შეეგუოს, რომ ამაზე ჩვენ გვექნება ჩვენი კომენტარი თუ რეაქცია