სახალხო დამცველმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელები ღორჯუმი და დიდაჭარა მოინახულა

2025 წლის 26 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ხულოს მუნიციპალიტეტის მუსლიმებით დასახლებულ სოფელ ღორჯუმში ჩავიდა, მოინახულა ადგილობრივი მეჩეთი, შეხვდა მოსახლეობას და გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.
„ღორჯუმში, საქართველოს სხვა მაღალმთიანი სოფლების მსგავსად, მაღალია მოსახლეობის მიგრაცია და ახალგაზრდობა დასაქმებისა პერსპექტივის ნაკლებობის გამო სოფელს ტოვებს. გამოიკვეთა ასევე საკომუნიკაციო ქსელების პრობლემა და ინტერნეტზე წვდომის ხარვეზები.
ინტერნეტის უქონლობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში, განსაკუთრებით მწვავედ სოფლის იალაღებზეც იგრძნობა. 2 წლის წინ დაწყებული დაქსელვის პროცესი გაურკვეველი მიზეზის გამო შეჩერდა და დღემდე არ დასრულებულა. დიდაჭარის მოსახლეობას ასევე მწვავედ აწუხებს საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სირთულეები.
სახალხო დამცველის აპარატი წლებია შეისწავლის მაღალმთიანი მოსახლეობის პრობლემებს და გამოკვეთილი პრობლემების შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებს წლიურ საპარლამენტო ანგარიშში ასახავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან – განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად და გვსურს, ამაში ჩაერთოს ფართო წრეები, მთელი ჩვენი ხალხი, ხელისუფლება, ეკლესია, ახალგაზრდობა