ლევან სანიკიძე: არავითარი გორბის კვლევა არ არსებობს. ზუსტად ისე, როგორც არავითარი 4 ოქტომბრის არჩევნები არ არსებობს

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე:
არავითარი გორბის კვლევა არ არსებობს.
ზუსტად ისე, როგორც არავითარი 4 ოქტომბრის არჩევნები არ არსებობს.
ერთიც რუსული სპეცოპერაციის ნაწილია და მეორეც.
ივანიშვილმა და მისმა თანამზრახველებმა აიღეს თაბახის ფურცელი და ჩამოწერეს ის, რაც იმედმა გუშინ გამოგვიცხადა.
არც კვლევაა ჩატარებული, არც მოქალაქეებია გამოკითხული, მაქსიმუმ გრაფიკულ დიზაინერს შეაწუხებდნენ რიცხვების ამოსანათებლად.
იგივე მოხდება 4 ოქტომბრის საღამოსაც – ასე დაანაწილებენ ადგილებს, ასე აირჩევენ რომელი ოპოზიცია აკურთხონ სისტემურ ოპოზიციად, რომელი აკრძალონ და რომელი დახვრიტონ.
სწორედ ამიტომ, ართანამშრომლობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენი გეგმა მინიმუმ არ ემთხვევა ივანიშვილის მიზნებს!

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ჩაჩანიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ თავად ცდილობდა, გილაური როგორმე ჩაერთო პოლიტიკური პროცესში, მათ არ გამოუვიდათ, ჩვენ გამოგვივიდა და ამის გამო არის გაღიზიანება, აყვნენ დაგეგმილ ამბავს, რომელსაც ბიძინას, სუს-ის და იაგოს ხელი ეტყობა