თელავში, ვარდისუბანში „ვინტოს“ ავტომომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა, რომელიც კახეთის რეგიონში მოგზაურ თუ მკვიდრ მძღოლებს საშუალებას მისცემს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილები გამართონ ევროპული ხარისხის საავტომობილო პროდუქციით.
„ვისოლ ჯგუფი“ ავტომომსახურების სექტორში უკვე 15 წელია ოპერირებს და 2023 წლიდან „ვინტოს“ ბრენდით განაგრძობს ქსელის განვითარებას საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. „ვინტოს“ მომსახურების ცენტრები მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ახლა უკვე თელავში. „ვინტო“ ქსელის განვითარებას მომავალშიც განაგრძობს, რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს უსწრაფესი ავტომომსახურება.
„მოხარული ვართ, რომ “ვინტო“ ავტომომსახურების ბაზარზე ქსელის რეგიონალურ განვითარებას აქტიურად განაგრძობს. „ვინტოს“ ექსკლუზიური თუ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების ფართო არჩევანი, ყველასათვის მისაღები ფასები და ფართო ქსელი საშუალებას გვაძლევს მომხმარებლის ნებისმიერ სეგმენტს მივწვდეთ. დამატებით ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადასვლა, „ვისოლის“ აპლიკაციაში ინტეგრაცია და ი-კომერსის განვითარება, „ვინტოს“ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მომსახურების სრულიად ახალი გამოცდილება მიიღოს“, აცხადებს „ვინტოს“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ხოდელი.
„ვინტო“ 20-ზე მეტი საერთშორისო ბრენდის პროდუქტს წარმოადგენს საქართველოში, როგორიცაა ფრანგული „ტოტალის“ და პოლონური „ორლენის“ საცხებ-საპოხი მასალები, კორეული „ზეტუმის“ და იტალიური „პირელის“ საბურავები, ბულგარული წარმოშობის „ევროკრაფტის“ და ევროპული სტანდარტებით წარმოებული „ჯი-ფაუვერის“ ბრენდის აკუმულატორები, ბერძნული „ფიბას“ სამუხრუჭე ხუნდები, „მიშელინის“ ბრენდის მინის საწმენდები და ავტომიბილის მოვლის საშუალებები და ა.შ. შესაბამისად, მომხმარებელი ავტომობილის მოვლის საშუალებებსა და აქსესუარებს ნებისმიერ საფასო კატეგორიაში შეარჩევს, რაც „ვინტოს“ მნიშვნელოვანი კორპორაციული უპირატესობაა ბაზარზე.
პროფესიონალი პერსონალი, სწრაფი სერვისი, რომელიც არ საჭიროებს 20 წუთზე მეტ დროს, მომხმარებლისთვის კომფორტული მოსასვენებელი/მოსაცდელი სივრცე ყველა ფილიალში, მოქნილი სამუშაო განრიგი, პროდუქტების ფართო არჩევანი და ავტომომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება “ვინტოსთვის“ ამბიციური განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს. „ვისოლის“ მომსახურების ცენტრებში „ვინტოს“ არსებობა კი სინერგიას ქმნის და მომხმარებელს ერთ სივრცეში მრავალფეროვანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
„ვინტო“ „ვისოლის“ ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და ერთგულ მომხმარებლებს საწვავზე -15, -20, -25 ფასდაკლების მიღების შესაძლებლობასთან ერთად, „ვინტოში“ ბონუს ქულების დაგროვების, ქულებით „ვინტოს“ პროდუქტების შეძენის და პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე -10%, -12%, -15% ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებასაც აძლევს. ი-კომერსის განვითარებას „ვინტო“ 2025 წლის ბოლომდე გეგმავს.
