როგორია ბათუმში, ქობულეთსა და მაღალმთიანი აჭარაში კვების ობიექტების მდგომარეობა? – სეს-ის განცხადება

ბათუმში, ქობულეთსა და მაღალმთიან აჭარაში კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რასაც მოწმობს სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევათა შემცირებული რაოდენობა – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, გამოწვევად რჩება არალეგალური საქმიანობა, რაც საკურორტო სეზონზე განსაკუთრებით მატულობს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერატორად და საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ს, ქობულეთისა და მაღალმთიანი აჭარის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ.
ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ობიექტებში, რომლებსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.
სააგენტოს სპეციალისტები ამოწმებენ სამზარეულოს სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვისა და დამზადების პირობებს, ვადებს, ეტიკეტირებას, ნედლეულის მიკვლევადობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, ბიზნესოპერატორებს აცნობს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და გასცემს რეკომენდაციებს”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.