ძლიერმა სიცხემ სარდინიაზე ხანძარი გამოიწვია

მაღალი ტემპერატურა იტალიის კუნძულ სარდინიაზე ხანძრის მიზეზი გახდა. სტიქია სანაპირო ზოლის გასწვრივ მძვინვარებს.
ცეცხლმა პლაჟიდან გასასვლელი რამდენიმე გზა დაბლოკა, დაიწვა გზის პირას გაჩერებული მანქანები, ამიტომ სანაპიროზე მყოფი დამსვენებლებს ევაკუაცია ნავებით მოხდა.
ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი აფერხებს.