ივანიშვილს ფული შემოაკლდა და დანარჩენებს დაერია – ალეკო ელისაშვილი

„ქართული ოცნების“ შიგნით კორუფციული კლანები ერთმანეთს უტევენ, – ასე აფასებს ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვის დაკავებას “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი .
მისი თქმით, ბურჭულაძე არც პირველი იყო პარტიაში, ვინც თანხებს იპარავდა, და არც უკანასკნელი იქნება. ელისაშვილი ხაზს უსვამს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ჩამოყალიბებულ სისტემურ კორუფციას და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მზარდი ზეწოლის ფონზე „ოცნების“ შიგნით პროცესები უკვე რყევების ფაზაშია.
ელისაშვილის თქმით, სიტუაციას ამძაფრებს ს ფაქტორიც – „ფული შემოაკლდა და ახლა თავისი გუნდის წევრებს დაერია“.
კორუფციულ ჭაობად აქვთ იქაორობა, როგორც ყველა სახელმწიფო უწყება, გადაქცეული. ბურჭულაძე “ქართული ოცნების” არც პირველი მინისტრი იყო, ვინც ფულს იპარავდა, მათ შორის, არც თავდაცვის პირველი მინისტრი იყო და არც ბოლო იქნება. უბრალოდ, ერთმანეთს დაერივნენ. ღარიბაშვილს უტევენ, კიდევ სხვებს უტევენ, ერთმანეთს საქმეებს ურჩევენ. ყანყალებენ, ცალ ფეხზე დგანან და ბარბაცებენ. გრძნობენ, რომ ევროკავშირიდან თანდათან უფრო კატეგორიული პოზიციაა, ხედავენ, რომ ტრამპთა ბიძინამ დაალაგა არა ისა, როგორც თავისიანებს ატყუებდა. შესაბამისად, ნერვებზე არიან და არიან ერთმანეთს დარეულები. თან ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიცაა, რომელსაც, როგორც ჩანს, მანია აქვს და პარანოია, რომ ფული უნდა ითვალოს და ეს ფული რომ შემოაკლდა, ახლა დაერია დანარჩენებს, – ამბობს ელისაშვილი.