ასტეროიდი 2024 YR4 შესაძლოა 2032 წელს მთვარეს შეეჯახოს. ეს მთვარის 100 000 ტონამდე ქვის გამოტყორცნას გამოიწვევს, რაც დააზიანებს თანამგზავრებს და დედამიწის ორბიტაზე მყოფ სხვა მოწყობილობებს, იტყობინება CNN კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით.
NASA შეჯახების ალბათობას 4.3%-ით აფასებს. ჯგუფის წამყვანი მეცნიერის, პოლ ვიგერტის თქმით, ეს მთვარეზე ბოლო 5000 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზემოქმედება იქნება. გამოტყორცნილი ნამსხვრევები შესაძლოა საშიში იყოს ასტრონავტებისა და კვლევითი მანქანებისთვის.
