რუსული „აეროფლოტის“ საინფორმაციო სისტემებს პრობლემა შეექმნა

რუსეთის უმსხვილეს ავიაკომპანია „აეროფლოტს“ პრობლემები შეექმნა. 28 ივლისს, დილით ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ მისი საინფორმაციო სისტემების მუშაობა შეფერხებულია, რის გამოც იძულებული არიან რეისები გააუქმონ, ან გადადონ.
„აეროფლოტმა“ მგზავრებს მიმართა, თვალ-ყური ადევნონ კომპანიის ონლაინ-ტაბლოს და აეროპორტების საინფორმაციო ტაბლოებს.
რუსული ავიაკომპანია შეფერხების მიზეზს არ ასახელებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ სპეციალისტები მუშაობენ რისკების მინიმუმამდე დაყვანისა და სერვისების მუშაობის უსწრაფესად აღდგენის მიზნით.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ „აეროფლოტს“ სანქციები დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. რუსული ავიაკომპანიისა და მისი თვითმფრინავების(Airbus, Boeing) მომსახურება აკრძალულია.
„აეროფლოტის“ თვითმფრინავები, როგორც უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო, ევროკავშირის „შავ სიაშია”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო