ილგარ მამედოვი თბილისის დემონსტრაციაზე: იაფფასიანი პროვოკაციაა

რუსეთის ფედერაციის ფარიკაობის პრეზიდენტი, ილგარ მამედოვი თბილისში გამართულ დემონსტრაციას გამოეხმაურა და მას “იაფფასიანი პროვოკაცია” უწოდა.

მამედოვი უკმაყოფილოა, რომ რუს სპორტსმენებს გამთენიისას ფეიერვერკების ხმა გამოძინებაში ხელს უშლიდათ. მან ქართული ძალოვანი უწყებები შეაქო.

“უსაფრთხოების სამსახური და პოლიცია მაღალ დონეზე მუშაობენ და აღკვეთეს მსგავსი ქმედებები. მაგალითად, პიკეტირება ერთი საათი გაგრძელდა. თუმცა ჩვენი სპორტსმენები მორალურად ყველაფრისთვის მზად იყვნენ. იმ ფაქტმაც კი, რომ დილის 5 საათზე ფანჯრებთან პეტარდები ფეთქდებოდა და გასაგებია, რომ ადამიანი გამოძინებული არ იქნებოდა, მათზე გავლენა ვერ იქონია. ეს იაფფასიანი პროვოკაცია იყო, რომლითაც სურდათ ჩვენი სპორტსმენებისთვის ზიანი მიეყენებინათ. ეს უსიამოვნოა. მაგრამ ჩვენებმა ყურადღების გადატანა შეძლეს.” – თქვა მამედოვმა.

22 ივლისს თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა, რომელშიც სამხედრო წოდებების მქონე რუსი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. 27 ივლისს, შეჯიბრების მსვლელობის დროს მოქალაქეებმა გამართეს დემონსტრაცია, რომლის დროსაც გაშალეს ანტისაოკუპაციო და უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი საომარი კამპანიის დამგმობი პლაკატები. დემონსტრაციას “რუსოფობიული” უწოდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოში არსებულმა რუსეთის ინტერესების სექციამ.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს