სამხრეთ გერმანიაში რელსებიდან გადავიდა სამგზავრო მატარებელი, არის მსხვერპლი

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაშავდა გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შემდეგად, როცა მატარებლის სულ მცირე ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, ტყით დაფარულ არეალში. ამ ცნობას ავრცელებენ გერმანიის მედიასაშუალებები, მათ შორის Bild-ი და სააგენტო dpa.
გამოცემა Schwäbische Zeitung-ის მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი, დაშავებულია 30-ზე მეტი.
ფედერალური და ადგილობრივი პოლიციის განყოფილებები აცხადებენ, რომ მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების გამოძიება. ავარია მოხდა ქალაქ რიდლინგენთან ახლოს, რომელსაც 158-მდე კილომეტრი აშორებს მიუნხენს. ამ არეალში მანამდე შტორმი იყო და გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ რამდენად იყო წვიმა ავარიის გამომწვევი ფაქტორი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით – 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება