საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის ორგანიზატორები კულტურის სფეროს წარმომადგენლები არიან, რომელთაც ხელოვანები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ აქციების ფარგლებში დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრებიც. აქციის მონაწილეები ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ თან გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: “არა რუსულ რეჟიმს! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”. მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ