მედია: ღარიბაშვილის მამა “კაკაშას “სავარაუდო ცემას უარყოფს (ვიდეო)

გავრცელებული ინფორმაციით, ს ბიძას,  ზურაბ გონაშვილს, იგივე “კაკაშას” დედოფლისწყაროში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფაქტი კი ფინანსურ დავას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაცია “პირველებს” არაერთმა წყარომ დაუდასტურა.

“პირველები” ინფორმაციის გადასამოწმებლად ტარიელ ღარიბაშვილს დაუკავშირდა. ის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ზურაბ გონაშვილთან კონტაქტი დღეს ჰქონდა და თავდასხმის ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.

“კაკაშას”, იგივე ზურაბ გონაშვილს, დედოფლისწყაროში ღარიბაშვილების ოჯახის მოურავად მოიხსნიებენ. ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მის სახელს დედოფლისწყაროში არაფორმალურ მმართველობას უკავშირებდნენ.