კულება: „გეგმა ბ“ არ არსებობს

უკრაინა დასავლეთს ისევ აფრთხილებს მძიმე შედეგებზე, რომლებიც პუტინისგანაა მოსალოდნელი ში ს წარმატების შემთხვევაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ თავისი ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე ილაპარაკა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში. შეკითხვას, აქვს თუ არა უკრაინას „გეგმა ბ“ იარაღის დეფიციტის შესავსებად, თუ დასავლეთის სახელმწიფოებისგან მიწოდება შეწყდება, კულებამ უპასუხა, რომ „გეგმა ბ“ არ არსებობს, რადგან დარწმუნებული არიან „გეგმა ა-ში”.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა არის ინვესტიცია ნატოს დასაცავად და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობისთვის. როგორც დმიტრო კულებამ თქვა, ვისაც ჰგონია, რომ უკრაინაში წარმატების შემთხვევაში, პუტინი ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას ვერ გაბედავს, დიდ შეცდომას უშვებს.
კულებას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის თეორიული გამარჯვება ქმნის იმის საფრთხესაც, რომ მსოფლიოში სხვა ლიდერებსაც ექნებათ ცდუნება, რუსეთის კვალს გაჰყვნენ და ეს -ს გაცილებით დიდ ფასად დაუჯდება.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამოწურული აქვს უკრაინის შემდგომი დახმარებისთვის საჭირო თანხა. ვაშინგტონში 3 იანვარს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა მ განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი 2023 წლის 27 დეკემბერს გამოიყო და თუ უახლოეს ხანში კონგრესი გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ბიუჯეტში თანხა აღარ აქვთ.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში მიმართა უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად 61 მილიარდ დოლარზე მეტის მისაღებად, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს. უკრაინის დახმარების საკითხის განხილვა 2024 წლის დასაწყისიდან უნდა განახლდეს.
უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის განხილვა გაგრძელდება ევროკავშირშიც, რომლის ლიდერებმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს წინააღმდეგობის გამო, 2023 წლის დეკემბერში ვერ შეძლეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების საკითხის გადაწყვეტა.