სერბეთში გაათავისუფლეს ყოფილი გენერალი ნაუმოვი, რომელსაც უკრაინაში თაღლითობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

სერბეთის ციხიდან გაათავისუფლეს უკრაინის სახელმწიფო უშიშროების (SBU) შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ყოფილი გენერალი ანდრეი ნაუმოვი, რომელსაც ში ადანაშაულებენ თაღლითობასა (სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილი) და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში (191-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 364-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ამის შესახებ BBC ქალაქ ნიშის “მაღალ” სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება.
სერბეთში ნაუმოვმა ერთწლიანი სასჯელი მოიხადა ფულის გათეთრების ბრალდებით. ის გაათავისუფლეს 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში, მაგრამ ყოფილმა გენერალმა ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება, ვიდრე მის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავდა. ამ მიზეზით მას ჩამორთმეული ჰქონდა დოკუმენტები.
ნაუმოვის განაჩენი ქალაქ ნიშის სასამართლომ გასული წლის სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის უშიშროების ყოფილი გენერალი პატიმრობაში 2022 წლის ზაფხულიდან იმყოფებოდა, მისი სასჯელი 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოიწურა.

გენერალმა ანდრეი ნაუმოვმა უკრაინა ს სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. 2022 წლის ივნისში ის სერბეთში დააკავეს. პოლიციელებმა 600 ათასი ევრო, 125 ათასი დოლარი და მინიმუმ ორი ძვირფასი ქვა იპოვეს მანქანაში, რომლითაც ის გადაადგილდებოდა. დაკავების შემდეგ ნაუმოვს დახმარებისთვის არ მიუმართავს უკრაინის საკონსულოსთვის.
მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთს სურდა ყოფილი უკრაინელი გენერლისთვის თავშესაფრის მიცემა.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტ “სქემებთან“ კომენტარში, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ განაცხადა, რომ ნაუმოვს შეეძლო შეეგროვებინა და გადაეცა რუსეთის სპეცსამსახურების მონაცემები, რომლებიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოს, კერძოდ, ჩერნობილის გაუცხოების ზონის უსაფრთხოების სისტემების შესახებ. ამასთან დაკავშირებით უკრაინამ სერბეთს ნაუმოვის ექსტრადირება მოსთხოვა, მაგრამ ნიშის “მაღალმა” სასამართლომ ამაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით SBU-ს ყოფილი გენერლის ექსტრადირებაზე უარი დაადასტურა ქალაქ ნიშის სააპელაციო სასამართლომ.
„სამხედრო ფიცის დარღვევისთვის” 2022 წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა მ ნაუმოვს გენერლის წოდება ჩამოართვა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არც თანამედროვე, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა, ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის სასიკეთოდ მოქმედებს

მამუკა მდინარაძე – გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – მალე, გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად