ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის და ბათუმის პორტებმა 2025 წლის 6 თვეში 7 მილიონი ტონა ტვირთი გაატარეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.9%-ით მეტია. საკონტეინერო გადაზიდვები კი წელს 19.5%-ით გაიზარდა.
„წლის პირველ ნახევარში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, კერძოდ, ფოთსა და ბათუმში, ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 7 მლნ ტონა, რაც 5,9%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. რაც შეეხება უშუალოდ საკონტეინერო გადაზიდვებს, 2025 წლის იანვარი – ივნისის პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში გადამუშავდა 19,5 პროცენტით მეტი კონტეინერები, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ზოგადად სექტორი სწორად ვითარდება, საქართველო კი რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო ჰაბად ყალიბდება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა.
საჰაერო ტვირთების მიმართულებით ზრდა 56.6%-ია, წელს ქართულმა აეროპორტებმა 16.5 ათასი ტონა ტვირთები გაატარეს.
