სტივ უიტკოფი – დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უკრაინაში ომის დასრულება მნიშვნელოვანი მომენტი იქნება

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ში ომის დასრულება მნიშვნელოვანი მომენტი იქნება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტის, ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
სტივ უიტკოფს ჰკითხეს, თუ რის მიღწევას ისურვებდა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.
„თუ ჩვენ სა და უკრაინის კონფლიქტს მოვაგვარებთ და სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწევთ, რადგან ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, ეს ომია, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, თუ ჩვენ ამას მოვაგვარებთ, მაშინ ეს მნიშვნელოვანი მომენტი იქნება“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.
ასევე, უიტკოფის თქმით, იმედოვნებს, რომ აშშ ღაზაში ხანგრძლივ მშვიდობას მიაღწევს.
„თუ ჩვენ გავაფართოებთ აბრაამის შეთანხმებას, თუ მივაღწევთ ხანგრძლივ მშვიდობას ღაზაში, თუ ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიან მშვიდობას დავამყარებთ, ვფიქრობ, ეს მთავარი მიღწევები იქნება და პრეზიდენტი იმას მიიღებს რასაც ადრე იმსახურებდა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას“, – აღნიშნა უიტკოფმა.