მედია – რუსეთის აეროდრომზე „სუ-34“ ტიპის ბომბდამშენი დაიწვა

რუსეთში, ჩელიაბინსკში, „შაგოლის“ აეროდრომზე „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი დაიწვა, – ამის შესახებ უკრაინული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც, მათი ინფორმაციით, ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენელია.
„ვადასტურებთ, რომ მტრის თვითმფრინავი დაიწვა“, – აცხადებს წყარო.
წყაროს ცნობითვე, მომხდარის უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო დგას.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”