სამტრედიაში ავარიის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

სამტრედიაში ავარიის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილი ადგილობრივი იყო.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს, 25 წლამდე მამაკაცს, მისი მდგომარეობა მძიმეა. რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის“ მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის“ იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც მოსყიდული პოლიტიკოსებით და „ენჯეოებით“ ნერგავენ