საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-ს მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91-ე დაბადების დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლს, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის, სიკეთისა და მიმტევებლობის უდიდეს მაგალითს თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია მრავალ განსაცდელს უკავშირდება და ყველა ძნელბედობის ჟამს თქვენ მუდამ ედექით გვერდში ერსა და განსაკუთრებით, მომავალ თაობას. თქვენი ლოცვა-კურთხევით გვეძლევა ძალა, ვიცხოვროთ სწორად, გავხდეთ უკეთესნი, წრფელი სიყვარულით გვიყვარდეს სამშობლო და ერთმანეთი. მადლობას გიხდით ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, სიყვარულისა და ზრუნვისთვის.
თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. მრავალჟამიერ საქართველოს საკეთილდღეოდ!“ – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის