კულტურის სფეროს წარმომადგებლები ფილარმონიიდან პარლამენტამდე ლოზუნგით – „კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის”, მსვლელობას მოაწყობენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ხვალ, 27 ივლისს საპროტესტო მსვლელობას ლოზუნგით:­„კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის” მოაწყობენ.
„კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომელთათვისაც ქვეყნის ევროპული მომავლის უარყოფა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და კულტურული იდენტობის ღალატს ნიშნავს, ვაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გადასარჩენად. ჩვენ არ შევეგუებით წართმეულ არჩევანს, საპატიმროებში გამომწყვდეულ თანამოქალაქეებს, მიტაცებულ სასამართლოს, და ჩვენი უპირობო არჩევანის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის უგულებელყოფას.
ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს! არა რუსულ ფარსს!
ჩვენ ვამბობთ – კი, ევროპულ მომავალს, არა იზოლაციას და ავტორიტარიზმს!
ჩვენ, ვიბრძვით ქვეყნის თავისუფლებისთვის!”,- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა