ზაფხულის მოსვლასთან და, ზოგადად, ბოთლის წყალზე გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, წყალი “მთის” ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს. როგორც ქარხნის დირექტორმა, ზურა შარაშენიძემ BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა, გაიზარდა როგორც ბოთლის წყლის, ასევე “მთის” პოპულარობაც.
მისი თქმით, მომხმარებლები ონკანის წყლიდან ბოთლზე გადადიან.
“ზაფხულის სიცხე პირდაპირპროპორციულია ხოლმე წარმოებასთან, ძალიან აისახება. მოხმარება იზრდება, ფაქტობრივად ორმაგად. ჩვენც მაქსიმალურ დატვირთვაზე ვართ გადასული, იმიტომ, რომ ძალიან გაიზარდა ჩვენი წყლის პოპულარიზაცია, ბაზრის წილიც წინა წელთან შედარებით, კიდევ უფრო გაზრდილია.
