რუსებმა კატერინივკას დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის კატერინივკას დასახლებას დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი – დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მარინკის თემში, კატერინივკაში საარტილერიო დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა“, – დაწერა ვადიმ ფილაშკინმა „ტელეგრამ“ არხზე.
ცნობისათვის, დღეს დილით რუსებმა მარინკას, ავდეევკასა და კურახოვოს დაარტყეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”