თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რამშტაინის ფორმატის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა რამშტაინის ფორმატის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 29-ე შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ჯონ ჰილი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ხელმძღვანელობდნენ. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ. საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა ში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს. მათ ასევე იმსჯელეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ ინიციატივასა და სწრაფი მხარდაჭერის საჭიროებებზე.
შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
რამშტაინის ფორმატი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი, მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

“რეალური რუსეთი”საქართველოს მიწა-წყალზე ამ ტიპმა და მისმა “ბეჭდების მბრძანებელმა” შემოიყვანეს, მანამდე კი, დამატებითი ტერიტორია უსაჩუქრეს გაუქმებული “სამხრეთ ოსეთის” აღდგენის ხარჯზე – დეზინფორმაციაზე, ცილისწამებაზე აგებინებდა კაცი ამ იმბეცილებს პასუხს

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ერთად მიიღებს მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე, ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის – თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, შემოდგომის შემდეგ პულსიც აღარ გაეზომებათ და პოლიტიკური ველიდან გაქრებიან