თორნიკე რიჟვაძე – დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.
როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, განუსაზღვრელია მისი უწმინდესობის როლი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე.
“დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს.
განუსაზღვრელია მისი უწმინდესობის როლი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე. მადლობა მას განვლილი გზისთვის, უდიდესი ღვაწლისთვის.
დიდხანს სიცოცხლეს და მხნეობას ვუსურვებ”,- აღნიშნავს რიჟვაძე, რომლის კომენტარსაც აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)