ლიეტუვისა და შვედეთის საგარეო უწყებები საქართველოზე ევროკავშირის განცხადებას ეხმაურებიან

ლიეტუვისა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა X-ის ოფიციალურ ანგარიშებზე გააზიარეს ევროკავშირის პრესსპიკერის 25 ივლისის განცხადება საქართველოზე და თავის მხრივ მოკლე განცხადებებიც დაურთეს.
ლიეტუვის საგარეო უწყება აცხადებს:
“საქართველოში ევროკავშირის მიზნების შესახებ “ქართული ოცნების” ტყუილები და დეზინფორმაცია არ იმუშავებს. მხარს ვუჭერთ ქართველების მშვიდობიან და აყვავებულ მომავალს, რომელიც დაფუძნებული იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და რეფორმების ძლიერ ფუნდამენტზე”.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ის გვერდზე მოკლე განცხადება გამოქვეყნდა:
“ვგმობთ საქართველოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და თბილისში მისი ელჩის წინააღმდეგ”.
25 ივლისს ევროკავშირის პრესსპიკერ ანუარ ელ ანუნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„მკაცრად ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ განხორციელებულ პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში“.
ევროკავშირის ეს განცხადება არის რეაქცია “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის მიმართ დეზინფორმაციულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა