UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონობისთვის სომეხი მებრძოლი არმან ცარუკიანი ოქტაგონს გარეთ აქტიურად იბრძვის. ცოტა ხნის წინ ორი სხვადასხვა წონითი კატეგორიის ჩემპიონმა ქართველმა ილია თოფურიამ მასზე თქვა:
“თუ მე ჩემპიონი ვარ, მას ქამრის მოპოვების შანსს არასდროს მივცემ… თუ ასეა საქმე, მაშინ ჩემი ქამარი წაიღეთ, მე ამას არ გავაკეთებ.”
არმან ცარუკიანმა ქართველის განცხადებას სოციალურ პლატფორმა X-ზე უპასუხა:
“წარმოიდგინე, შენ საკუთარ თავს ჩემპიონს უწოდებ, მაგრამ უკვე გასაქცევად ემზადები. შენ შეგიძლია ქამარი ვაკანტური გახადო, თუ არადა, მაშინ მას მე მოვიპოვებ. ყველა ვარიანტში, ის ჩემია.”
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 6 თვის წინ UFC-ის რიგით 311-ე ღონისძიებაზე მსუბუქი წონის ქამრის მოსაპოვებლად არმან ცარუკიანს ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, მაგრამ ბრძოლის წინ იგი ტრავმის გამო ოქტაგონზე არ გამოცხადდა, ხოლო ილია თოფურია, რომელმაც დროის ამ პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით სამი უძლიერესი სპორტსმენი: ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ამერიკელი მაქს ჰოლოვეი და ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა, თვლის, რომ ცარუკიანის ნდობა არ შეიძლება, რადგან, შესაძლოა, ის საბრძოლველად კვლავაც არ გამოცხადდეს. თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი მთავარი მიზანი საშუალო წონაში გადასვლა და ისლამ მახაჩევთან ჭიდილია.
“მინდა თოფურიაზე შური ვიძიო” – მაქს ჰოლოუეი
“ეს საქმეს მიმარტივებს” – თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
ჰოლოვეისა და ვოლკანოვსკის სატიტულო ორთაბრძოლა გადაიდო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
“ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია” – თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
“მინდა თოფურიაზე შური ვიძიო” – მაქს ჰოლოუეი
რა თანხა გამოიმუშავეს თოფურიამ და დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ?
“ქამარს აუცილებლად დავიბრუნებ, თოფურიასთან მატჩრევანში მსურს” – რა თქვა ვოლკანოვსკიმ ბრძოლის შემდეგ
“საქართველოს გაუმარჯოს!” – რუსი კომენტატორის რეაქცია თოფურიას გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
“თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ” – დეინა უაითი
[VIDEO] “ძველი მეგობრების” ნაკლებად გულთბილი შეხვედრა ოქტაგონზე
“ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას” – არმან ცარუკიანი
“ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა” – UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
სუპერბრძოლა: კამარუ უსმანი ხორხე მასვიდალს კვირას შეხვდება
ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ დიეგო ლოპესი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა
“რუსეთ-საქართველოს ომზე არაფერი ვიცოდი, ყველაფერი კი ასე დაიწყო…” – პიმბლეტმა თოფურიასთან დაპირისპირების მიზეზი ახსნა
“ეს საქმეს მიმარტივებს” – თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
UFC 314 – გახდება თუ არა ვოლკანოვსკი ჩემპიონი კიდევ ერთხელ?
თოფურია VS ცარუკიანი – ერთი პირობით!
ჭიკაძემ მაქს ჰოლოვეი გამოიწვია
“შალახო ერთად უნდა გვეცეკვა, მაგრამ…” – მერაბ დვალიშვილმა არმან ცარუკიანის შესახებ ისაუბრა
“თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან”- არმან ცარუკიანი
“თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ” – რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
