თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულთაგან ადმინისტრაციული ჯარიმა კიდევ ორ პირს დაეკისრა – სასამართლომ თითოეული მათგანი 5 000 ლარით დაააჯარიმა

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობასთან, გამოსახლების დროს დაკავებული აქტივისტები დათუნა დანელია და გიორგი დუმბაძე სასამართლომ 5 000 – 5 000 ლარით დაააჯარიმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დააკისრა.
ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკავებული პირების სასამართლო პროცესები გაიმართა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. ასევე, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ამავე საქმეზე დაკავებული მამა-შვილი სხდომათა დარბაზიდან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.
ასევე, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ორი გამოსახლებული პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახი კალაძის და იმ სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ბაღებში საკვების ხარისხსა და ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ

თამო კეშელავა: თურმე, ყველამ იცის, – პოლიციელმა, ბაღმა, ექიმმა, მერიამ, სააგენტომ, სამინისტრომ… დაიკიდეს ამდენი ოჯახი, მერი წავიდა და სკვერი გახსნა! ვინც წაიყვანდა კლინიკაში, – წაიყვანდა!