“უსახელაური” ვირუსი საქართველოში – “თავდაცვის ერთადერთი მექანიზმი ესაა”– ფხაკაძე

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ შეერთებული შტატების მასშტაბით ზოგიერთმა საავადმყოფომ აღადგინა სავალდებულო ნიღბების ტარება.
„COVID: ზოგიერთმა საავადმყოფომ, შეერთებული შტატების მასშტაბით აღადგინა სავალდებულო ნიღბების ტარება. ეს მოხდა მზარდი შემთხვევებისა და რესპირატორული დაავადებების ჰოსპიტალიზაციის მზარდ ფონზე, მათ შორის COVID-19 და გრიპი. საავადმყოფოებმა მინიმუმ ექვს შტატში – კალიფორნია, ილინოისი, მასაჩუსეტსი, ჩრდილოეთ კაროლინა, ვაშინგტონი და ვისკონსინი – დააწესეს ნიღბების მითითებები. სულ მცირე 31 შტატში იტყობინება COVID, რესპირატორული ვურუსის და გრიპის მაღალი ან ძალიან მაღალი დონე კოვიდ ჰოსპიტალიზაციამ ზედიზედ მეშვიდე კვირა იმატა. საქართველოში კი “უსახელაური” ვირუსი არის მხოლოდ ამ ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინები საქართველოში ამჯამად არ არის, ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი არის სამედიცინო პირბადე“

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)