ზაფხულის ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში გადასვლის მიუხედავად, მაღალმთიან სვანეთში ევროპელი ტურისტების სიმცირე კვლავ შეინიშნება. ისინი, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, აზიელმა ტურისტებმა ჩაანაცვლეს, – ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში მესტიაში მდებარე სასტუმრო “ლაჰილის” მფლობელი, ლევან დადვანი საუბრობს.
მისი თქმით, აზიელ ტურისტებს განსხვავებული მოთხოვნები, ინტერესები და ბიუჯეტი აქვთ, რაზეც ტურისტული სექტორი ჯერ ვერ ადაპტირდა.
