თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულები – ლადო ჩახაია და რევაზ ნადირაშვილი მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა.
ისინი თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან გამოსახლებულები არიან.
ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.
ამ დროისთვის, გამოსახლების პროცესის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ქველაძეები – მამა და ორი შვილი გაათავისუფლეს. განაჩენის გამოცხადებას კიდევ 12 დაკავებული ელოდება, მათგან 4 პირის პროცესი გადაიდო.
