სასამართლომ თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებული ლადო ჩახაია და რევაზ ნადირაშვილი, რომლებიც პოლიციამ 24 ივლისს წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა, 2000-2000 ლარით დააჯარიმა – გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ გამოაცხადა და გამოსახლებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო.
ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს.
