ბანკებმა სესხების გაცემა 66.24 მლრდ ლარამდე გაზარდეს – სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.92% შეადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) განახლებული მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა 2025 წლის ივნისში, (ბანკთაშორისი სესხების გარდა), წინა თვესთან შედარებით, 1.57 მლრდ ლარით (2.42%-ით) მეტი სესხი გასცეს. წელს მხოლოდ ივნისში გაცემულია 66.24 მლრდ ლარის სესხი. სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.58% შეადგინა.
ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 754.29 მლნ ლარით (2.04%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულები – 813.56 მლნ ლარით (2.93%-ით) გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის, 2025 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.9 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 19.1 მლრდ ლარის მოცულობის სესხები.
2025 წლის ივნისის განმავლობაში 1.75%-ით, ანუ 584.47 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობის სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსათვის 33.89 მლრდ ლარი შეადგინა.
ივნისის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.92% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.214 პროცენტული პუნქტით.
