Galt & Taggart-ის სამომავლო გეგმებში პროდუქტების გამრავალფეროვნება და ტექნოლოგიური განვითარებაა. როგორც საინვესტიციო ბანკის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ნიშნიანიძემ “საქმიანი დილას” ეთერში განაცხადა, გეგმების ნაწილი ასევე მოიცავს სომხეთში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც Galt & Taggart-ის ჩართულობით ხორციელდება.
“პროგრამის განვითარება სომხეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია გეგმების მიმართულებით. იქედან გამომდინარე, რომ წარმატებული პროექტი იყო საქართველოში, ეხლა ხდება, როგორც იცით, სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პროგრამის ასე ვთქვათ, ანალოგის რეპლიკა.
