ქრთამის აღების ფაქტზე ლენტეხის კულტურის ცენტრის დირექტორი დააკავეს

ქართული ოცნების ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, ქრთამის აღების ფაქტზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი ნ.ს. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასრულდება საჯარო ფუნქციებს, რომლის დაქვემდებარებაში იყო კულტურის ცენტრი და მასთან არსებული ერთ-ერთი ანსამბლი. ბრალდებულმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების მიზნით, საკონცერტო პროგრამითა და დარბაზის 10 დღით ქირავნობით დაინტერესებულ ერთ-ერთ პირს, ქრთამის სახით, 20 000 ლარი მოსთხოვა.
დაკავებულის მოთხოვნით, 5 000 ლარი ოფიციალურად უნდა ჩარიცხულიყო აიპ-ის ანგარიშზე, ხოლო 15 000 ლარი უნდა გადაეცათ მისთვის. დანაშაულებრივი განზრახვის შენიღბვის მიზნით, მან დაამზადა ორი ხელშეკრულება – ერთი ფართის ქირავნობის, ხოლო მეორე ფიქტიურად კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით. ის დაკავებულ იქნა მოთხოვნილი თანხის, 7 000 ლარის აღების ფაქტზე”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.