“მივმართავ “ნაციონალური მოძრაობის” ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ ხაბეიშვილი!” – პაატა ზაქარეიშვილი

პო­ლი­ტო­ლოგ პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა ბო­ი­კო­ტი ერ­თა­დერთ სწორ გზად წარ­მო­ა­ჩი­ნოს და და­ნარ­ჩე­ნე­ბი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­დოს.
რო­გორც მან “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე და პო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წი­ლის ბო­ი­კოტ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არა მარ­ტო წარ­სულ­ში ახ­ლაც „მავ­ნებ­ლობს“.
რო­გორც ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” არ სჭირ­დე­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ლე­გი­ტი­მა­ცია, მით უმე­ტეს, ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში.
“შენი უფ­ლე­ბაა არ­ჩევ­ნებ­ში არ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ მსოფ­ლი­ო­ში არ მომ­ხდა­რა, როცა ბო­ი­კოტს აცხა­დებ და ყვე­ლა არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს. ჩემ­თვის რვა პარ­ტია არ არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს, ვინც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ოთხმა პარ­ტი­ამ და სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა. აქე­დან ორმა თქვა, რომ ბო­ი­კოტს აცხა­დებს – ორმა კი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და. ძა­ლე­ბი გა­ი­ყო. თუ ორ პარ­ტი­ას აქვს უფ­ლე­ბა თქვას „ბო­ი­კოტ­ზე მივ­დი­ვარ“, რა­ტომ არ აქვს უფ­ლე­ბა და­ნარ­ჩენ­მა თქვას „ბო­ი­კოტ­ზე არ მივ­დი­ვარ“?!
რა­ტომ ხარ შენ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მელ­საც არა­ვინ გენ­დო­ბა … არ ვაკ­რი­ტი­კებ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, რად­გან არ მინ­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­ვაძ­ლი­ე­რო, თო­რემ თქვენ ყვე­ლაფ­რის ღირ­სი ხართ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო არ არის ამის ღირ­სი. აღ­მოჩ­ნდა, რომ თქვენ მავ­ნებ­ლე­ბი მარ­ტო წარ­სულ­ში კი არ დარ­ჩით, ახ­ლაც მავ­ნებ­ლობთ. ამ­ბობთ, რომ ბო­ი­კოტს აცხა­დებთ, ჭეშ­მა­რიტ გზა­ზე დგა­ხართ და სხვე­ბი არი­ან მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, არა! რო­გორც შენ გაქვს ბო­ი­კო­ტის გა­მო­ცხა­დე­ბის უფ­ლე­ბა, ისე სხვას აქვს უფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ვინ ხარ შენ და რა­ტომ ხარ მას­ზე უკე­თე­სი? „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ სჭირ­დე­ბა ეს შენი და­წყევ­ლი­ლი ლე­გი­ტი­მა­ცია, თა­ნაც ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში. გა­მო­დის რომ შენ, შენს ამომ­რჩე­ველს ატყუ­ებ, რო­დე­საც ეუბ­ნე­ბი ეს არ­ჩევ­ნე­ბი კი არა სპე­ცო­პე­რა­ცი­აა. არ არის ეს სპე­ცო­პე­რა­ცია, შენ უკვე არ­ღვევ კონ­სტი­ტუ­ცი­ას“, – გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.
პო­ლი­ტო­ლო­გი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის მიერ ძა­ლოვ­ნებ­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც პარ­ტი­ის ლი­დე­რი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­უ­წო­დებს 4 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან­დნენ, ხოლო ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც „ია­რაღს არ ის­ვრი­ან“, ჯილ­დოს სა­ხით 200 000 დო­ლარს მი­ი­ღე­ბენ.
ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას აბ­სურ­დუ­ლად და სა­ში­შად აფა­სებს. მი­სი­ვე თქმით, მსგავ­სი რი­ტო­რი­კა არა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად არა­ჯან­სა­ღია, არა­მედ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას“ უწყობს ხელს.
“აბ­სურ­დუ­ლი და ცოტა არ იყოს, სა­ში­ში გან­ცხა­დე­ბაა. ამ­ბო­ბენ, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს გავ­ძარ­ცვავ­თო და ან ფულს გა­და­ვუხ­დი­თო, ანუ ამ­ბობს, რომ სა­ხელ­მწი­ფო არას­დროს შედ­გე­ბაო, ვიქ­ნე­ბით ბან­დი­ტე­ბის ხრო­ვა. ანუ არა­ვი­თა­რი გეგ­მა არ არ­სე­ბობს, პირ­და­პირ წი­ნას­წარ ცრუ­ობს და იტყუ­ე­ბა. იმას გა­ვი­მე­ო­რებთ, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს იყოო. რა­ტომ უკ­ვირთ, როცა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამას მათ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ რომ იყე­ნებს. ხალ­ხს უნდა ამა­თი დაბ­რუ­ნე­ბა ამ ფორ­მით და ასე­თი რა­ღა­ცე­ბით? მივ­მარ­თავ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ფრთას, გა­ა­ჩუ­მონ! ნუ გვაძ­ლევთ ჩვენ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მუდ­მი­ვად და სულ იყოთ ბრუნ­ვა­ში ეს არ არის კარ­გი თქვენ­თვის, რად­გან ამით ისე­დაც ძლი­ე­რი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უფრო ძლი­ერ­დე­ბა. შიგ­ნით გა­არ­კვი­ეთ და ვინ­მემ გა­აკ­რი­ტი­კეთ შიგ­ნი­დან, რად­გან ეს არის ბოდ­ვა. ამ კა­ცის თავ­ში სა­ქარ­თვე­ლო კი არა სა­ხელ­მწი­ფო არ არ­სე­ბობს. ადა­მი­ა­ნი პირ­და­პირ ამ­ბობს – რა­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩვენ­ზე ამ­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი მარ­თა­ლია, ჩვენ ამის გამ­კე­თებ­ლე­ბი ვართ“,- გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.